კრიტერიუმები/
შეფასება
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
კრიტერიუმი I
ლექსის შინაარსის
ცოდნასთან ერთად პოეტური განცდის ცვლილების აღწერა ლექსის დასაწყისიდან დასასრულისკენ
|
იცის ლექსის
შინაარსი, ზედაპირულად განსაზღვრავს ზოგ მონაკვეთში პოეტის განცდას
|
იცის ლექსის
შინაარსი, ზოგი მონაკვეთის შესახებ შეუძლია პოეტური განცდის დახასიათება
|
იცის ლექსის
შინაარსი, შეუძლია პოეტური განცდის აღწერა ლექსის დასაწყისიდან დასასრულისკენ
|
კრიტერიუმი II
ლექსის თემისა
და იდეის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სიტყვა-ფრაზების მიხედვით პოეტის მთავარი სათქმელის
ზეპირად ჩამოყალიბება
|
გამოყოფს ლექსის
თემას, აკავშირებს მას ლექსის სათაურთან
|
გამოყოფს ლექსის
თემას, იდეას, მნიშვნელოვან სიტყვებსა და ფრაზებს
|
საუბრობს ლექსის
თემის, იდეის შესახებ; აკავშირებს მას ეპოქასთან
და რომატიკოსთა შემოქმედების სხვა ნიმუშებთან; საუბრობს გამართულად.
|
კრიტერიუმი III
სტილის შესაქმნელად
გამოყენებული გრამატიკული საშუალებები; დაკვირვება პოეტის ენაზე
|
შეუძლია რამდენიმე
სიტყვა-ფრაზის გამოყოფა
|
წარმოადგენს
თავის დაკვირვებას პოეტის ენაზე, მაგრამ არასრულყოფილად
|
წარმოადგენს
თავის დაკვირვებას პოეტის ენაზე; შეუძლია პოეტის ენის გრამატიკული თავისებურებების
სტილური ფუნქციის მითითება
|
კრიტერიუმი IV
ლექსის გამომეტყველებითი
კითხვა
|
ზოგ მონაკვეთს
კითხულობს შესაბამისი ინტონაციით
|
ლექსს კითხულობს
გამომეტყველებით
|
ლექსს კითხულობს
გამომეტყველებით
|
კრიტერიუმი V
წერილობით საკუთარი
აზრის ჩამოყალიბების უნარი; შემოქმედებითობა
|
ნაწერში ფრაგმენტულადაა
წარმოდგენილი დავალება
|
ნაწერში წარმოდგენილია
მისეული გააზრება, მაგრამ დაშვებული აქვს სხვადასხვა სახის შეცდომა; ცდილობს, შემოქმედებითად
მიუდგეს საკითხის დამუშავებას
|
ნაწერში გამოხატულია
მისი პირადი დამოკიდებულება ლექსში ასახული განცდებისა და მხატვრული რეალობისადმი.
ავლენს შემოქმედებითობას
|
Sunday, April 5, 2015
გაკვეთილის შეფასების სქემა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment