1.პროექტის სახელწოდება: ილია ჭავჭავაძის პროზაული
თხზულებების
ბეჭდური და
ხელნაწერი ვარიანტების ურთიერთმიმართება
2.პროექტის
მთავარი იდეა (თემა): წიგნური და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლება, კვლევითი,
დისკუსიის, პრეზენტაციების, სამეცნიერო მოხსენებათა
წერის და წარდგენის უნარ-ჩვევების გამომუშავება.მართლწერისა
და მართლმეტყველების წესებისა და უნარის განვითარებისთვის
ხელშეწყობა.
3.პროექტის
აქტუალობა: სასკოლო პროგრამით განსაზღვრულია
ილია ჭავჭავაძის რამდენიმე პროზაული თხზულების შესწავლა. პროექტი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს
სხვა თხზულებათა და მათი ვარიანტების ანალიზის შედეგად სრულყოფილად შეისწავლონ საკითხი,
კერძოდ, პროზაში ასახული იდეების, იდეების
და სახეების ვარიანტებიდან ბეჭდურ გამოცემებში
ტრანსფორმაციის, თანადროული სალიტერატურო ენის
ნორმების, ბეჭდვის ისტორიების, მწერლის შემოქმედებით პროცესზე დაკვირვების თვალსაზრისით.
ეს გააღრმავებს მათ ცოდნას;
თანამედროვე სასკოლო ვითარებაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც შემდგომ არ აირჩევენ ქართული
ფილოლოგიის ფაკულტეტს, ფაქტობრივად,
არასოდეს ეცნობიან მწერლის არასაპროგრამო თხზულებებს,
მით უფრო მათ ვარიანტებს. მათ წარმოდგენა არ აქვთ სკოლაში შესწავლილი ილია ჭავჭავაძის პროზაულ ტექსტთა მიღმა არსებულზეც, რომელმაც განაპირობა
ცალკეული თხზულების იმ სახით არსებობა,
როგორადაც იგი ბეჭდურ გამოცემებშია.
4.პროექტის
მიზნები: გამოყონ ბეჭდურ ტექსტებში ხელნაწერებიდან
მომდინარე სახეები და იდეები, დაუკავშირონ იგი თანამედროვე პრობლემურ საკითხებს. სალიტერატურო
ენის ნორმებთან მიმართებით განიმტკიცონ თავიანთი ცოდნა მართლწერისა და მართლმეტყველების
თვალსაზრისით.
5.მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი
6. ვადები
/ ხანგრძლივობა: ორი თვე
7. მოსალოდნელი
შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სამეცნიერო კვლევითი და რეფერატის ტიპის მოხსენები;
საინფორმაციო ამონაწერები; მეცხრამეტე საუკუნის
მეორე ნახევრის ქართული სალიტერატურო ენის მდგომარეობის ამსახველი მასალების ტექსტური
ფაილებით დემონსტრირება; ფოტოკოლაჟი, აუდიო და
ვიდეომასალა საპრეზენტაციოდ;
8. პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, თხზულებათა ტექსტები (აკადემიური გამოცემა);
ისტ საშუალებები.
9. პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
საფეხური და
აქტივობები
|
იდეები ისტ-ის ინტეგრირებისთვის
|
საფეხური პირველი:
თემის შერჩევა
პროექტის სახით
დასამუშავებულ საკითხთა ჩამონათვალის შეთავაზება
მოსწავლეებისთვის; მათ მიერ არჩეული თემის
განმარტება;
თემის დასამუშავებლად
აუცილებელი დროის, ჩვევების, კვლევითი მუშაობის წარმართვის შესახებ საუბარი
|
ფოტო, ვიდეო
და აუდიო მასალის მოძიება ინტერნეტში; პლაკატის
მოზადება
|
საფეხური მეორე:
კვლევის გეგმის ჩამოყალიბება
ა) კლასის
ჯგუფებად დაყოფა (ჯგუფის ხელმძღვანელების გამოყოფა)
ა) ნაბეჭდი ტექსტების წაკითხვა
ბ) ნაბეჭდი
ტექსტების ვარიანტების წაკითხვა
გ) ცალკეული ნაბეჭდი
ტექსტის მიხედვით ვარიანტების შედარება
ნაბეჭდ ტექსტებთან
დ) თემატური
და იდეური კავშირის დადგენა ნაბეჭდ ტექსტებსა და მათ ვარიანტებს შორის
ე)მხატვრული
სახეების ტრანფორმაცია ვარიანტებიდან ნაბეჭდ ტექსტებში
ვ) მხატვრული
ასახვის მიზნით აუცილებელი
ცვლილებანი
|
შედარებული
ფორმების ჩამონათვალის ტექსტური ფაილით წარმოდგენა; პლაკატის დამზადება და სკანირებული ვარიანტით
პრეზენტაციისას წარმოდგენა
|
საფეხური მესამე: ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
ა) ილია ჭავჭავაძის აკადემიური გამოცემების მოძიება
(1937, 1987 წლების)
ბ) დაკვირვება
მწერლის შემოქმედებით მუშაობაზე
გ) სიტყვებისა
და ფრაზების შეცვლის მიზანდასახულება
დ) თანადროული სალიტერატურო ენის ნორმათა მიხედვით ფორმების ამოწერა და გაანალიზება
ე) მწერლის
ენობრივი პოზიციის წარმოჩენა
ლ) აღნუსხული ფორმების შედარება თანამედროვე სალიტერატურო,
სამეტყველო და დიალექტურ ფორმებთან
|
|
კვლევითი პროექტის ანგარიშის შემუშავება
ა) სამეცნიერო
კონფერენცია
მოხსენებები:
ა) მოთხრობის
,,კაცია-ადამიანი“?! ბეჭდური ტექსტის შესავლის
ხელნაწერი ვარიანტები და მათი მიმართება
ნაბეჭდ ტექსტთან (იდეური თვალსაზრისით)
ბ) ,,კაცია-დამიანის?!“ ვარიანტების ენობრივი მიმართება
ნაბეჭდ ტექსტთან
გ) დაუმთავრებელ
მოთხრობებში (,,კაკო და ,,კოლა“) მოცემული
სახეების, როგორც მწერლის ადრეული ჩანაფიქრი
,,კაცია-ადამიანის“ შესაქმენლად
დ) ,,ოთარაანთ ქვრივის“ ვარიანტების ენობრივი დახასიათება ნაბეჭდ
ტექსტთან მიმართებით
ე) ,,მგზავრის
წერილების“ ტექსტის ბეჭდვის ისტორია
ვ) ,,მგზავრის წერილების“ გმირი მგზავრისა და ,,კაცია-ადამიანის?!“ ვარიანტების
გმირი მგზავრის ურთიერთმიმართებისათვის
ბ) პრეზენტაციები
|
ცხრილების,
დიაგრამების მომზადება და მოხსენებების დროს გამოყენება
|
10. საგანთან
/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საქართველოს ისტორია
(თერგდალეულთა მოღვაწეობა); ძველი და ახალი
ქართული ენის გრამატიკა; ესგ: XI, 1(
1,2,3,4,5,6); XI, 9 (3,4), XI, 12 (2), XI, 13 (1), XI, 14
11. პროექტის
ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ციალა ბენდელიანი
12. ხელმძღვანელის ელფოსტა: ciala.bendeliani@gmail.com
No comments:
Post a Comment