ტრენინგის მეოთხე დღე. შევისწავლეთ შემდეგი საკითხები: მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა და მისი შეტანა გეგმაში; მოსწავლეთა დაწყვილების სხვადასხვა მეთოდების განხილვა; პროექტის პრეზენტაციის მომზადება.
სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში ეს საკითხები საფუძველს ამზადებს არა მხოლოდ კონკრეტული პროექტის განხორციელებისთვის, არამედ შემდგომი პროექტებისთვისაც. ერთად მომუშავე მოსწავლეები უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და უყალიბდებათ თანამშრომლობისთვის აუცილებელი თვისებები; ,,ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერები, გამოცემები და ილუსტრაციები" მოსწავლეთათვის რთულია იმიტომ, რომ ამ საკითხებზე არის უამრავი ინფორმაცია. ამიტომ მოსწავლეებს ვურჩევ, ძირითადი ასახონ თავიანთ პროექტის პროდუქტებში და გაიაზრონ, ეს ყოველივე მერამდენედი ნაწილია იმისა, რასაც მთლიანდა წარმოადგენს ინფორმაცია.
No comments:
Post a Comment