Tuesday, March 29, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე. შევისწავლეთ შემდეგი საკითხები:
1) შეფასების სხვადასხვა ფორმების განხილვა და მათზე მუშაობა
2) პროექტის გეგმის შევსება
3) დროში გაწერილი აქტივობების შევსება
4) პროექტისთვის საჭირო რესურსების აღწერა
დღევანდელ ტრენინგზე ნაყოფიერად ვიმუშავე. ყოველივე, რაც შევისწავლე, გამოვიყენებ პრაქტიკაში.
Friday, March 25, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე. შევისწავლეთ შემდეგი საკითხები: მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა და მისი შეტანა გეგმაში; მოსწავლეთა დაწყვილების სხვადასხვა მეთოდების განხილვა; პროექტის პრეზენტაციის მომზადება.
სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში ეს საკითხები საფუძველს ამზადებს არა მხოლოდ კონკრეტული პროექტის განხორციელებისთვის, არამედ შემდგომი პროექტებისთვისაც. ერთად მომუშავე მოსწავლეები უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და უყალიბდებათ თანამშრომლობისთვის აუცილებელი თვისებები; ,,ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერები, გამოცემები და ილუსტრაციები" მოსწავლეთათვის რთულია იმიტომ, რომ ამ საკითხებზე არის უამრავი ინფორმაცია. ამიტომ მოსწავლეებს ვურჩევ, ძირითადი ასახონ თავიანთ პროექტის პროდუქტებში და გაიაზრონ, ეს ყოველივე მერამდენედი ნაწილია იმისა, რასაც მთლიანდა წარმოადგენს ინფორმაცია.

Thursday, March 24, 2016
Thursday, March 17, 2016
ტრენინგის მესამე დღე
დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
1) საინფორმაციო ბუკლეტის დამუშავება
2) პროექტის გეგმის შევსება
3)ესგ-დან პროექტის შესაბამისი სტანდარტების გადმოტანა
4) პროექტის მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა
5)რეფლექსიის შეტანა ბლოგზე
საინფორმაციო ბუკლეტი ძალზე საჭიროა პროექტისთვის: იგი ამომაწურავ ინფორმაციას შეიცავს პროექტის და სხვა აუცილებელი მონაცემების შესახებ. კმაყოფილი ვარ, რომ ვისწავლე საინფორმაციო ბუკლეტის გაფორმება. იგი გამომადგება პროექტის მიმდინარეობისას. პროექტის გეგმა ძირითადია პროექტის სტანდარტიზებისა და წარმატებისთვის. პროქტზე მუშაობის მიზანი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ესგ-ს მისაღწევ შედეგებში. პროექტის წარმატებით წარმართვა შესაძლებლობას მისცემთ მოსწავლეებს, უფრო მეტი გაიგონ პოემის შესახებ, გაიფართოონ ცოდნა; დააკვირდნენ თავიანთ წარმოსახვაში შექმნილ პოემის გმირებსა და სამოქმედო გარემოს ილუსტრაციებთან შედარებით.
დიდი მადლობა ყოველივე ამისთვის!
Subscribe to:
Posts (Atom)