Thursday, April 7, 2016

მერვე დღე. შევისწავლეთ შემდეგი საკითხები: დიფერენცირებული სწავლება და მისი შეტანა პროექტში, 2) პროექტისთვის საბოლოო სახის მიცემა, პროექტის ატვირთვა ბლოგზე.
  განვიხილეთ მოსწავლეთათვის თანდათანობითი მსვლელობა პროექტის შექმნისთვის: შაბლონების დარიგება და ახსნა, შესავსები სამუშაო ფურცლები,   თავიანთი  ნებით მუშაობის მეთოდისა და საშუალებების არჩევა, რაც სრულად გამოავლენინებთ მათსავე შესაძლებლობებს. ეს საკითხები, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თვით მოსწავლე იწყებს პროექტზე მუშაობას.
მეცხრე დღე. განვიხილეთ საკითხები:
 1) საკუთარი პროექტების წარდგენა, 2) პროექტის შაბლონის გადმოწერა,  3) ვიდეოგაკვეთილების გვერდის გაცნობა, 4) ტრენინგის შეფასება და სამომავლო ღონისძიებების გაცნობა.
 ტრენინგზე განხილული საკითხები და პრაქტიკულად განხორციელება ძალიან საჭიროა   მომავალი მუშაობისთვის.  დიდი მადლობა!

სასწავლო პროექტი

ჩემი პროექტის  -  შოთა  რუსთაველის  ,,ვეფხისტყაოსნის"   ხელნაწერები, გამოცემები და ილუსტრაციები - ელექტრონული პორტფოლიო 

Tuesday, March 29, 2016



 ტრენინგის მეშვიდე დღე. შევისწავლეთ შემდეგი საკითხები:

1) შეფასების სხვადასხვა ფორმების განხილვა და მათზე მუშაობა
2) პროექტის გეგმის შევსება
3) დროში გაწერილი აქტივობების შევსება
4) პროექტისთვის საჭირო რესურსების აღწერა

დღევანდელ ტრენინგზე ნაყოფიერად ვიმუშავე. ყოველივე, რაც შევისწავლე, გამოვიყენებ პრაქტიკაში.

Friday, March 25, 2016

 ტრენინგის მეოთხე დღე. შევისწავლეთ  შემდეგი საკითხები: მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა და მისი შეტანა გეგმაში;  მოსწავლეთა დაწყვილების სხვადასხვა მეთოდების განხილვა; პროექტის პრეზენტაციის მომზადება.
სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში ეს საკითხები  საფუძველს ამზადებს არა მხოლოდ კონკრეტული პროექტის განხორციელებისთვის, არამედ შემდგომი პროექტებისთვისაც. ერთად მომუშავე მოსწავლეები უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და უყალიბდებათ თანამშრომლობისთვის აუცილებელი თვისებები; ,,ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერები, გამოცემები და ილუსტრაციები" მოსწავლეთათვის რთულია იმიტომ, რომ ამ საკითხებზე არის უამრავი ინფორმაცია. ამიტომ მოსწავლეებს ვურჩევ,  ძირითადი ასახონ თავიანთ პროექტის პროდუქტებში და გაიაზრონ, ეს ყოველივე მერამდენედი ნაწილია იმისა, რასაც მთლიანდა წარმოადგენს ინფორმაცია.

ტრენინგის  მეექვსე  დღე. დღეს შევისწავლეთ ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი, მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნისა და გამოყენების წესები. პორტფოლიო მასწავლებელს ეხმარება თავისი ნამუშევრების თავმოყრასა და შენახვაში.

Thursday, March 24, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე
შევისწავლეთ შემდეგი საკითხები:
1) პრეზენტაციის საავტორო უფლებათა შესახებ
2) ინტერნეტში მოძიებული რესურსების შესაბამისი მისამართების შეტანა პროექტში
ამ საკითხების პრაქტიკულად შესრულება დიდ დახმარებას გამიწევს მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობისას.

Thursday, March 17, 2016




                                   ტრენინგის მესამე დღე


დღეს  განვიხილეთ  შემდეგი საკითხები:
1) საინფორმაციო ბუკლეტის დამუშავება
2) პროექტის გეგმის შევსება
3)ესგ-დან პროექტის შესაბამისი სტანდარტების გადმოტანა
4) პროექტის მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა
5)რეფლექსიის შეტანა ბლოგზე

საინფორმაციო ბუკლეტი ძალზე საჭიროა პროექტისთვის: იგი ამომაწურავ ინფორმაციას შეიცავს პროექტის და სხვა აუცილებელი მონაცემების შესახებ. კმაყოფილი ვარ, რომ ვისწავლე საინფორმაციო ბუკლეტის გაფორმება. იგი გამომადგება  პროექტის მიმდინარეობისას. პროექტის გეგმა  ძირითადია პროექტის სტანდარტიზებისა და წარმატებისთვის. პროქტზე მუშაობის მიზანი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ესგ-ს მისაღწევ შედეგებში. პროექტის წარმატებით წარმართვა შესაძლებლობას მისცემთ მოსწავლეებს, უფრო მეტი გაიგონ პოემის შესახებ, გაიფართოონ ცოდნა; დააკვირდნენ თავიანთ წარმოსახვაში შექმნილ პოემის გმირებსა და სამოქმედო გარემოს ილუსტრაციებთან  შედარებით.
დიდი მადლობა ყოველივე ამისთვის!