Tuesday, March 29, 2016



 ტრენინგის მეშვიდე დღე. შევისწავლეთ შემდეგი საკითხები:

1) შეფასების სხვადასხვა ფორმების განხილვა და მათზე მუშაობა
2) პროექტის გეგმის შევსება
3) დროში გაწერილი აქტივობების შევსება
4) პროექტისთვის საჭირო რესურსების აღწერა

დღევანდელ ტრენინგზე ნაყოფიერად ვიმუშავე. ყოველივე, რაც შევისწავლე, გამოვიყენებ პრაქტიკაში.

Friday, March 25, 2016

 ტრენინგის მეოთხე დღე. შევისწავლეთ  შემდეგი საკითხები: მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა და მისი შეტანა გეგმაში;  მოსწავლეთა დაწყვილების სხვადასხვა მეთოდების განხილვა; პროექტის პრეზენტაციის მომზადება.
სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში ეს საკითხები  საფუძველს ამზადებს არა მხოლოდ კონკრეტული პროექტის განხორციელებისთვის, არამედ შემდგომი პროექტებისთვისაც. ერთად მომუშავე მოსწავლეები უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და უყალიბდებათ თანამშრომლობისთვის აუცილებელი თვისებები; ,,ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერები, გამოცემები და ილუსტრაციები" მოსწავლეთათვის რთულია იმიტომ, რომ ამ საკითხებზე არის უამრავი ინფორმაცია. ამიტომ მოსწავლეებს ვურჩევ,  ძირითადი ასახონ თავიანთ პროექტის პროდუქტებში და გაიაზრონ, ეს ყოველივე მერამდენედი ნაწილია იმისა, რასაც მთლიანდა წარმოადგენს ინფორმაცია.

ტრენინგის  მეექვსე  დღე. დღეს შევისწავლეთ ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი, მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნისა და გამოყენების წესები. პორტფოლიო მასწავლებელს ეხმარება თავისი ნამუშევრების თავმოყრასა და შენახვაში.

Thursday, March 24, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე
შევისწავლეთ შემდეგი საკითხები:
1) პრეზენტაციის საავტორო უფლებათა შესახებ
2) ინტერნეტში მოძიებული რესურსების შესაბამისი მისამართების შეტანა პროექტში
ამ საკითხების პრაქტიკულად შესრულება დიდ დახმარებას გამიწევს მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობისას.

Thursday, March 17, 2016




                                   ტრენინგის მესამე დღე


დღეს  განვიხილეთ  შემდეგი საკითხები:
1) საინფორმაციო ბუკლეტის დამუშავება
2) პროექტის გეგმის შევსება
3)ესგ-დან პროექტის შესაბამისი სტანდარტების გადმოტანა
4) პროექტის მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა
5)რეფლექსიის შეტანა ბლოგზე

საინფორმაციო ბუკლეტი ძალზე საჭიროა პროექტისთვის: იგი ამომაწურავ ინფორმაციას შეიცავს პროექტის და სხვა აუცილებელი მონაცემების შესახებ. კმაყოფილი ვარ, რომ ვისწავლე საინფორმაციო ბუკლეტის გაფორმება. იგი გამომადგება  პროექტის მიმდინარეობისას. პროექტის გეგმა  ძირითადია პროექტის სტანდარტიზებისა და წარმატებისთვის. პროქტზე მუშაობის მიზანი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ესგ-ს მისაღწევ შედეგებში. პროექტის წარმატებით წარმართვა შესაძლებლობას მისცემთ მოსწავლეებს, უფრო მეტი გაიგონ პოემის შესახებ, გაიფართოონ ცოდნა; დააკვირდნენ თავიანთ წარმოსახვაში შექმნილ პოემის გმირებსა და სამოქმედო გარემოს ილუსტრაციებთან  შედარებით.
დიდი მადლობა ყოველივე ამისთვის!

Sunday, April 5, 2015

სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა


შედეგების მისაღწევად განსახორციელ
ებელი აქტივობები
საქმიანობის გაწერა დროში
საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები
საქმიანობაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები
საქმიანობის შესაბამისი რესურსები

1
მოხსენებებისა და ისტ რესურსების მომზადება









ტექსტები, ისტ საშუალებები
1.1
ცალკეული მოსწავლის მიერ  ინფორმაციის მოძიება და დამუშავება









კომპიუტერი, ინტერნეტი
1.2
სამეცნიერო ნაშრომის მომზადება









სამეცნიერო ნაშრომის ტექსტი
2
სამეცნიერო ნაშრომის  რედაქტირება









ნაბეჭდი / ხელნაწერი ტექსტი
2.1
რედაქტირებული ტექსტის  აკრეფა









კომპიუტერი და პრინტერი
2.2
მოხსენებისას ისტ საშუალებების გამოყენება









შესაბამისი ფოტო და სხვა ისტ საშუალებები
3
სემინარის დაგეგმვა









დროის, ადგილის , დამსწრე აუდიტორიის შეთანხმება
3.1
სემინარისთვის საჭირო რესურსების  მომზადება









საჭირო ტექნიკური საშუალებები
3.2
სემინარზე წასაკითხი მოხსენებებისა და  ისტ პროდუქციის  წინასწარი განხილვა









გამზადებული მოხსენებები, ისტ პროდუქცია
3.3
სემინარის ჩატარება









სასემინარო დარბაზი და სემინარისთვის საჭირო ისტ საშუალებები

გაკვეთილის შეფასების სქემა

კრიტერიუმები/ შეფასება 
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
კრიტერიუმი I
ლექსის შინაარსის ცოდნასთან ერთად პოეტური განცდის ცვლილების აღწერა ლექსის დასაწყისიდან დასასრულისკენ

იცის ლექსის შინაარსი, ზედაპირულად განსაზღვრავს ზოგ მონაკვეთში პოეტის განცდას 
იცის ლექსის შინაარსი, ზოგი მონაკვეთის შესახებ შეუძლია პოეტური განცდის დახასიათება
იცის ლექსის შინაარსი, შეუძლია პოეტური განცდის აღწერა ლექსის დასაწყისიდან დასასრულისკენ
კრიტერიუმი II
ლექსის თემისა და იდეის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სიტყვა-ფრაზების მიხედვით პოეტის მთავარი სათქმელის ზეპირად ჩამოყალიბება

გამოყოფს ლექსის თემას, აკავშირებს მას ლექსის სათაურთან
გამოყოფს ლექსის თემას, იდეას, მნიშვნელოვან სიტყვებსა და ფრაზებს
საუბრობს ლექსის თემის, იდეის  შესახებ; აკავშირებს მას ეპოქასთან და რომატიკოსთა შემოქმედების სხვა ნიმუშებთან; საუბრობს გამართულად.
კრიტერიუმი III
სტილის შესაქმნელად გამოყენებული გრამატიკული საშუალებები; დაკვირვება პოეტის ენაზე
შეუძლია რამდენიმე სიტყვა-ფრაზის გამოყოფა
წარმოადგენს თავის დაკვირვებას პოეტის ენაზე, მაგრამ არასრულყოფილად
წარმოადგენს თავის დაკვირვებას პოეტის ენაზე; შეუძლია პოეტის ენის გრამატიკული თავისებურებების სტილური ფუნქციის მითითება
კრიტერიუმი IV
ლექსის გამომეტყველებითი კითხვა
ზოგ მონაკვეთს კითხულობს შესაბამისი ინტონაციით
ლექსს კითხულობს გამომეტყველებით
ლექსს კითხულობს გამომეტყველებით
კრიტერიუმი V
წერილობით საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარი; შემოქმედებითობა
ნაწერში ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი დავალება
ნაწერში წარმოდგენილია მისეული გააზრება, მაგრამ დაშვებული აქვს სხვადასხვა სახის შეცდომა; ცდილობს, შემოქმედებითად მიუდგეს საკითხის დამუშავებას
ნაწერში გამოხატულია მისი პირადი დამოკიდებულება ლექსში ასახული განცდებისა და მხატვრული რეალობისადმი. ავლენს შემოქმედებითობას