Thursday, April 7, 2016

მერვე დღე. შევისწავლეთ შემდეგი საკითხები: დიფერენცირებული სწავლება და მისი შეტანა პროექტში, 2) პროექტისთვის საბოლოო სახის მიცემა, პროექტის ატვირთვა ბლოგზე.
  განვიხილეთ მოსწავლეთათვის თანდათანობითი მსვლელობა პროექტის შექმნისთვის: შაბლონების დარიგება და ახსნა, შესავსები სამუშაო ფურცლები,   თავიანთი  ნებით მუშაობის მეთოდისა და საშუალებების არჩევა, რაც სრულად გამოავლენინებთ მათსავე შესაძლებლობებს. ეს საკითხები, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თვით მოსწავლე იწყებს პროექტზე მუშაობას.
მეცხრე დღე. განვიხილეთ საკითხები:
 1) საკუთარი პროექტების წარდგენა, 2) პროექტის შაბლონის გადმოწერა,  3) ვიდეოგაკვეთილების გვერდის გაცნობა, 4) ტრენინგის შეფასება და სამომავლო ღონისძიებების გაცნობა.
 ტრენინგზე განხილული საკითხები და პრაქტიკულად განხორციელება ძალიან საჭიროა   მომავალი მუშაობისთვის.  დიდი მადლობა!

სასწავლო პროექტი

ჩემი პროექტის  -  შოთა  რუსთაველის  ,,ვეფხისტყაოსნის"   ხელნაწერები, გამოცემები და ილუსტრაციები - ელექტრონული პორტფოლიო