Thursday, December 4, 2014
ჩემ შესახებ
ციალა ბენდელიანი, დაბადებული 1958 წლის 25 მარტს, ხონის რაიონის სოფ. ნახახულევში. დავამთავრე ნახახულევის საშუალო სკოლა. 1977-1982 წლებში ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მონიჭებული მაქვს ფილოლოგის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია, ვარ მაგისტრი. ვიყავი კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიანტი.
1983-86 წლებში ვმუშაობდი საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის საგამომცემლო განყოფილებაში. პარალელურად თბილისის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სიმფონია-ლექსიკონების ჯგუფში.
გამოქვეყნებული მაქვს სამეცნიერო სტატიები ლიტერატურათმცოდნეობაში.
1990-1992 წლებში საცხოვრებლად გადმოვედი ხონში. ვასწავლიდი ნახახულევის საშუალო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას, რელიგიის ისტორიას, ეთიკას. 1991 წელს გავიარე ატესტაცია რელიგიის ისტორიაში, მივიღე რელიგიის ისტორიის შემსწავლელი სასკოლო ჯგუფის ხელმძღვანელობის უფლება.
1999 წელს მომენიჭა უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება. წაკითხული მაქვს მოხსენებები პედაგოგიკასა და სწავლების მეთოდიკაში.
1992 წელს ჩემი თაოსნობით გაიხსნა ხონის ივანე შარაშიძის სახელობის #1 გიმნაზია, რომლის დამფუძნებელი დირექტორი ვიყავი 2012 წლამდე. ვასწავლიდი ქართულ ენასა და ლიტერატურას, საღვთო სჯულს. 2012 წელს ვმუშაობდი ხონის #2 საჯარო სკოლაში.
2012 წლიდან ვარ ხონის სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრის უფროსი.
1992 წლიდან 2002 წლამდე ვმუშაობდი ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, მეცნიერ თანამშრომლად. მონაწილეობას ვიღებდი ქართველოლოგიის საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციებში, გამოქვეყნებული მაქვს სამეცნიერო ნაშრომები.
2012 წელს გამოვიდა ჩემი მონოგრაფია: მოზაიკური სამეტყველო არეალი. ფონეტიკა / ფონოლოგია. ხელმძღვანელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი გუჩა კვარაცხელია. წიგნი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტის გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი გამოცემა, ფონდ ,,ფოლკვაგენშტიფტუნგის" ფინანსური მხარდაჭერით, პროფესორების იოსტ გიპერტის, მანანა თანდაშვილის, მარინე ბერიძის პროექტების ფარგლებში. გამზადებული მაქვს წიგნის მეორე და მესამე ნაწილები.
2012 წელს ჩავაბარე საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდა. 2013 წელს გავიარე საჯარო სკოლის დირექტორობის ტესტირება და გასაუბრება.
ამჟამად ვმუშაობ ნახახულევის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

Subscribe to:
Posts (Atom)